პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება, როდის ჩატარდება “ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა

“ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დღეს საუბარი იქნება პარტიის ყრილობის გამართვის, დელეგატების არჩევის წესსა და დღის წესრიგზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა განუცხადა.
პარტიაში დელეგატების შერჩევის ორი წესია მომზადებული. პირველი დოკუმენტის მიხედვით, ყრილობა 27 დეკემბერს ჩატარდება და მასში 2000 – ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, ხოლო დელეგატების შერჩევის მეორე წესი ყრილობის 20 იანვარს ჩატარებას ითვალისწინებს და მასში ხმის უფლების მქონე 7000-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. რატიანი პირველ მოდელს ემხრობა.
„ყრილობის რომელ მოდელს ვემხრობი, ეს საიდუმლო არ არის. ძირითადი პაკეტი ითვალისწინებს, რომ ყრილობაზე იყოს 2000 ადამიანი, ეს არის ერთი მხრივ, ფართო წარმომადგენლობა, ვიწვევთ ყველა ინტერესთა ჯგუფს და ყველა ჯგუფს, რომელიც არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული. იქნება მთელი აქტივი წარმოდგენილი. ასეთი პრაქტიკა არის დასავლურ ქვეყნებში. არსებობს მეორე მოსაზრება, სადაც 7000 კაცზეა საუბარი, გადაწყდება ყველაფერი ყრილობაზე. პარტიის ლიდერის თემაზე დღეს საუბარი არ იქნება“,- განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები