დავით ბაქრაძე: ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რასაც მივიღებ, საფუძვლად ექნება პარტიის ერთიანობა

რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული უმრავლესობის მხრიდან, ეს იქნება სავალდებულო პირადად ჩემთვისაც და სხვა წევრებისთვისაც, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ბაქრაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, პარტიაში მისთვის არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი სად და რა თანამდებობაზე იქნებოდა.
„დღეს მთავარი განსახილველი თემა იქნება ყრილობის ჩატარების ფორმატი, მინდა აღვნიშნო, რომ პოლიტსაბჭო არის პარტიის კანონიერი მმართველობითი ორგანო, ამიტომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული უმრავლესობის მხრიდან, ეს იქნება სავალდებულო პირადად ჩემთვისაც და სხვა წევრებისთვისაც. განხილვა იქნება მშვიდი და საქმიანი, დარწმუნებული ვარ ამ განხილვის შედეგი მოემსახურება „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებას იმ ბრძოლაში, რომელსაც ყველა ერთად ვაწარმოებთ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
რაც შეეხება ლიდერის თემას, ეს იქნება ერთ-ერთი განსახილველი თემა. ამ თემასთან დაკავშირებით ხშირად ხდება პირადად ჩემთან აპელირება, რა იქნება ჩემი პოზიცია თავმჯდომარესთან დაკავშირებით. მთავარი, სადაც ჩემს თავს ამ პარტიაში ვხედავ არის ბრძოლა იდეისთვის და ბრძოლა უკეთესი საქართველოსთვის, რომელშიც ჩართულია პარტია, ამიტომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რასაც მივიღებ, საფუძვლად ექნება პარტიის ერთიანობა, სიძლიერე და ჩვენ ბრძოლაში წარმატება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები