სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტი აღარ განიხილავს

მე-9 მოწვევის პარლამენტი, აღარ გააგრძელებს იმ კანონპროექტის განხილვის პროცედურას, რომლის მიხედვით, სექსუალური ხასიათის პროდუქციასა და რეკლამაზე შეზღუდვები წესდება.
კანონპროექტი, საზოგადოებაში ”ბუსუსებიანი პრეზერვატივების აკრძალვის შესახებ” პროექტის სახელით არის ცნობილი. საკანონმდებლო პროექტი სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვების დაწესებასა და რიგ სავაჭრო ობიექტებსა და დაწესებულებებთან მის გაყიდვაზე ადმინისტრაციული სანქციის შემოღებას ითვალისწინებდა.
კანონპროექტი, პარლამენტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ჯერ კიდევ 2012 წლის ნოემბერში წარუდგინა, ის პირველი მოსმენით განიხილეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები