კობა კობალაძე ოპონენტებს – „დიდი ჩექმის ქვეშ გაიგდეს ყველა!“

„რომელი ადამიანის უფლებებზე საუბრობთ, როდესაც ვეტერანებმა, სიტყვიერი პროტესტი გამოხატეს, დაღუპული მებრძოლების მემორიალთან და დასრულდა იმით, რომ დიდი ჩექმის ქვეშ გაიგდეს ყველა!“ – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა კობა კობალაძემ ოპონენტებს.
კობალაძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს 2008 წელი გაახსენა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დამარცხების შემდეგ რუსთაველის გამზირზე გამარჯვება „იზეიმეს“.
“რომელი სიტყვის თავისუფლებაზე გვაქვს საუბარი, როდესაც ნებისმიერი ინტერვიუს შემდეგ იყო სპეცრაზმი მობილიზებული, რომელიც განგისაზღვრავდა, რა მიმართულებით გაგიყვანდა. რომელ სამობილიზაციო სისტემასა და სახელმწიფოებრივ რეალურ პოლიტიკაზე საუბრობთ, როცა 2008 წლის საბრძოლო მოქმედებების კრახით დასრულების შემდეგ რუსთაველზე გამარჯვება აღნიშნეთ, მსოფლიოს ამცნეთ, რომ ვართ გამარჯვებულები.
მესმის, რომ გაქვთ უსუსური მცდელობა იცხოვროთ გამოგონილ სამყაროში. ახლა საუბრობთ საზოგადოების ინტერესის დაცვაზე, ჩვენ კი წარმოვადგენთ იმ მოსახლეობას, რომელსაც 21-ე საუკუნეში, რეალური, ცხოვრებისეული პირობები არ არის უზრუნველყოფილი. შემოვლითი რკინიგზა იქ მაცხოვრებლებს დააწვა ზურგზე. ნებისმიერი მათი გამოვლენა, რომ ცხოვრების უფლება ჰქონოდათ, მთავრდებოდა სპეცნაზის მათთან შევარდნით.
რომელ ადამიანის უფლებებზე საუბრობთ, როდესაც ვეტერანებმა, სიტყვიერი პროტესტი გამოხატეს, დაღუპული მებრძოლების მემორიალთან და დასრულდა იმით, რომ დიდი ჩექმის ქვეშ გაიგდეს ყველა! დღეს, არცერთ სახელმწიფოებრივ პოზიციაზე პასუხისმგებლობას არ იღებთ! კვლავ ერთობით დემაგოგიით! დამშვიდდით. ჩვენ ვალდებულება გვაქვს ხალხის წინაშე, ამ ქვეყნის მოქალაქეების წინაშე და არ ვანსხვავებთ არც სოციალური მდგომარეობით და არც პოლიტიკური მრწამსით ადამიანებს!”, – განაცხადა კობალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები