გუბაზ სანიკიძე ბურჯანაძის პარტიაში გაწევრიანდა

პარტია “ეროვნული ფორუმის” ყოფილი წევრი გუბაზ სანიკიძე „დემოკრატიული პარტიის“ წევრი ხდება.
გუბაზ სანიკიძე საზოგადოებას პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ცოტა ხნის წინ წარუდგინა.
ბურჯანაძის თქმით, სანიკიძის პარტიაში გაწევრიანებას პოლიტსაბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი.
სანიკიძის თქმით, მისი პრიორიტეტი საგარეო ურთიერთობების ყველა მიმართულებით განვითარება იქნება.
გუბაზ სანიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ ნინო ბურჯანაძეს კარგი ურთიერთობები აქვს რუსეთთან, რაც შესაძლებლობას იძლევა, მოხდეს დიალოგის გამართვა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე.
გუბაზ სანიკიძე 2006 წლიდან პოლიტიკური გაერთიანება “ეროვნული ფორუმის” დამფუძნებელი და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. ასევე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი.
2012 წლიდან ოთხი წლის განმავლობაში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები