გიორგი კვირიკაშვილს, გიორგი გახარიას, კახა კალაძესა და სანდრა რულოვსს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ

გიორგი კვირიკაშვილს, გიორგი გახარიას, კახა კალაძესა და სანდრა რულოვსს სადეპუტატო  უფლებამოსილება შეუწყდათ. კენჭისყრა პარლამენტში დღეს შედგა. კვირიკაშვილის, გახარიასა და  კალაძის შემთხვევაში, უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი სამთავრობო თანამდებობია. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის მე-2 ნომერს, სანდრა რულოვსს, მან პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში შესვლა უწევთ გუგული მაღრაძეს, დავით მათიკაშვილსა და გიორგი ხატიძეს. „ნაციონალური მოძრაობიდან“ კი – გიორგი ღვინიაშვილს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები