„გირჩი“პარლამენტს ნარკოპოლიტიკის შეცვლის წინადადებით მიმართავს

პოლიტიკურმა გაერთიანება ,,გირჩმა“ პარლამენტს ნარკოპოლიტიკის შეცვლის საკანონმდებლო წინადადებით მიმართა.
როგორც „გირჩში“ აცხადებენ, საკანონმდებლო წინადადების თანახმად, უნდა გაუქმდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
გარდა ამისა, ასევე უნდა შეიცვალოს 273-ე მუხლი და ნარკოტიკული საშუალების – კანაფის (ზეთი, ფისი, ნაყენი, მცენარე), მარიხუანას (გამომშრალი, ნედლი) გასაღების მიზნის გარეშე მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენისთვის ან შენახვისთვის, ან/და ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის გაუქმდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ახალი პოლიტიკური ცენტრის ,,გირჩის“ ამ წინადადებაზე პარლამენტი სავარაუდოდ მომავალ კვირას იმჯელებს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული წინადადება დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომაზე დარეგისტრიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები