გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა დაასახელა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურა პატარაძის კანდიდატურა დაასახელა. პატარიძის დასახელება კონსულტაციების შედეგად მოხდა.

პრეზიდენტის თქმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა მისი განკარგულების შესაბამისად გაიმართა.

„სხდომაზე ცნობილი გახდა ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება. საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის შესაბამისად, ჩვენ უმაღლეს საბჭოში შემავალ სუბიექტებთან კონსულტაციები ვაწარმოეთ და ამ კონსულტაციების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას წარვადგენთ. კანდიდატურა კონსულტაციების იქნა შერჩეული და მთავრობას შესათანხმებლად გადაეგზავნება. ამის შემდეგ გადაეგზავნება დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოს. ეს არის ზურაბ პატარაძე. მე მას ვუცხადებ ნდობას და ვუსურვებ წარმატებას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები