საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და ინტენსიური გახდა
ევროკავშირმა საქართველოს შესახებ ასოცირების განხორციელების ანგარიში გამოაქვეყნა.
მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი პირველად გამოიცა სახელწოდებით ასოცირების განხორციელების ანგარიში (Association Implementation Report), რაც ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების თვისებრივად ახალ, კერძოდ, პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ეტაპზე გადასვლის გათვალისწინებით.
ევროკომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი ანგარიში ასახავს საქართველოს მიერ თანამშრომლობის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით გატარებულ რეფორმებსა თუ ინიციატივებს, რის შედეგადაც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და ინტენსიური გახდა. ამავდროულად, საგულისხმოა, რომ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ ევროკავშირის გლობალურ სტრატეგია აღიარებს საქართველოს სტაბილური და დემოკრატიული სახელმწიფოს როლს რეგიონში, რასაც გამოქვეყნებული ანგარიში განსაკუთრებით უსვამს ხაზს.