მანანა კობახიძე: მინისტრებზე პრემიები არ უნდა გაიცემოდეს

“IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია 2013 წლის მონაცემებს ეყრდნობა. ამის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრებზე პრემიების გაცემა აღარ ხორციელდებოდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მანანა კობახიძემ განაცხადა.
“თავის დროზე პარლამენტში იყო ასეთი პრაქტიკა და დეპუტატებიც იღებდნენ პრემიებს. ჩვენ ეს ერთხელ და სამუდამოდ დავასრულეთ. აუცილებელია, მთავრობაში იყოს ძალიან მკაცრი მიდგომა. ის, რომ პრემიები საერთოდ აიკრძალოს, ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ ცხადია, მინისტრებზე პრემიები არ უნდა გაიცემოდეს. მე მგონი, ასეთი პრაქტიკა დავასრულეთ. IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია 2013 წლის მონაცემებს ეყრდნობა. ამის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრებზე პრემიების გაცემა აღარ ხორციელდებოდა. მონიტორინგი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და საჭიროა”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“ (IDFI) აცხადებენ, რომ 2013 წელს (იანვარი-ოქტომბერი) შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე, პრემიის სახით, სულ გაცემულია 6 969 892 ლარი, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა 880 736 ოქტომბერში გაიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები