ევროპარლამენტი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის საკითხს 18 იანვარს განიხილავს
საქართველოსთვის და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის საკითხს ევროპარლამენტი პლენარულ სხდომაზე 18 იანვარს განიხილავს. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესსამსახური იუწყება.
აღნიშნული საკითხი იანვრის სესიაზე პირველი მოსმენით იქნება განხილული.
უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ ამ ქვეყნებიდან ევროპაში მიგრანტების რაოდენობა გარკვეულ, დასაშვებ ნიშნულს გადააჭარბებს.