ფინეთის პრემიერ-მინისტრი ინტერესთა კონფლიქტის კანონის დარღვევაშია ეჭვმიტანილი

Finland's Prime Minister Juha Sipila gives a speech during the opening of the 7th Strategy Forum of the The European Union Strategy for the Baltic Sea Region (EUSBSR), in Stockholm, Sweden, November 8, 2016. TT News Agency/Jonas Ekstromer/via REUTERS

ფინეთის პრემიერ-მინისტრის იუჰა სიფილას საკითხს საპარლამენტო ომბუდსმენი და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი კომიტეტები განიხილავენ. ის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ “როიტერი“ იუწყება.
სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ფინურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიფილას ახლო ნათესავებმა, რომლებსაც ფოლადის გამოდნობის კომპანია ეკუთვნით, ნახევარი მილიონი ევროს შეკვეთა მიიღეს ნიკელის სახელმწიფო კომპანიისგან და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამ კომპანიას სახელმწიფომ მნიშვნელოვანი თანხა ჩაურიცხა.
პრემიერ-მინისტრი ამ ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, სახელმწიფო კომპანიის დაფინანსება ფოლადის კომპანიასთან გაფორმებულ კონტრაქტთან დაკავშირებული არ არის და ეს გადაწყვეტილება  შრომის და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციის შემდეგ იყო მიღებული.
იუჰა სიფილა ასევე აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსვლის წინ მან ყველა სახის ბიზნესსაქმიანობა შეწყვიტა, რათა ინტერესთა კონფლიქტი გამოერიცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები