დავით თარხან მოურავი აჭარის უმაღლეს საბჭოს დიპლომატიური პასპორტის აღებისთანავე დატოვებს

აჭარის უმაღლეს საბჭოში თანამდებობას დავით თარხან–მოურავი მას შემდეგ დატოვებს, რაც დიპლომატურ პასპორტს აიღებს. ამის შესახებ „პირველს“ სანდო წყარომ აცნობა. თანხან–მოურავის ადგილს საბჭოში ზაზა ოქუაშვილი დაიკავებს.
წყაროს ინფორმაციით, ცნობილი ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილიც, რომელიც უმაღლეს საბჭოში თარხან–მოურავს ჩაანაცვლებს, ასევე მალე დატოვებს თანამდებობას და ისიც დიპლომატიური პასპორტის აღების შემდეგ.
რატომ გახდა ამ პირებისათვის დიპლომატიური პასპორტების აღება ასეთი მნიშვნელოვანი, „პირველის“ წყარო არ ასახელებს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ “ქართული ოცნების” წევრი დავით გაბაიძე უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე აირჩიეს. მას მხარი 14-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები