კახა კალაძე: მთავარი მიზანია, რომ ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოუკიდებელი გახდეს
ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ ჩვენი ქვეყანა უახლოესი წლების განმავლობაში ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს დამოუკიდებელი, ამის რესურსი და შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კალაძემ პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა ძალიან საპასუხისმგებლო.
„ოთხი წლის განმავლობაში, ამ გუნდთან ერთად ვუძღვებოდი სამინისტროს, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ბევრი პროექტია დაწყებული, ზოგიერთი მშენებლობის პროცესშია. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ ჩვენი ქვეყანა უახლოესი წლების განმავლობაში ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს დამოუკიდებელი, ამის რესურსი და შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ. ეს ხელს უწყობს ქვეყნის ენერგეტიკულ განვითარებას ეკონომიკურ განვითარებას, რაც ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევაა”, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება მინისტრის მოადგილეებს, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ყველა მოადგილე, რომელიც 4 წლის განმავლობაში მასთან ერთად მუშაობდა, შეინარჩუნებს თანამდებობას.