პავლე კუბლაშვილი პოლიტიკიდან მიდის

პავლე კუბლაშვილი პოლიტიკიდან მიდის. როგორც კუბლაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, ის საქმიანობას მის კომპანიაში გააგრძელებს.
„24 ნოემბერს დარეგისტრირდა ჩემი კომპანია Key Points consalting-ი. კომპანიის მიზანია იურიდიული კონსულტაციების, საადვოკატო მომსახურების გაწევა და ბიზნეს ინიციატივების ლობირება. არ ვაპირებ პარალურად საჯარო პოლიტიკური აქტივობის გაგრძელებას. ეს ხელს შეუშლიდა ჩემ საქმიანობასაც და პარტიასაც. ამიერიდან ნებისმიერი საჯარო განცხადება ჩემი მხრიდან იქნება პირადად ჩემი პოზიცია და არანაირად არ უნდა იყოს გაგებული როგორც ”გირჩის“ ხედვა და პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.” ვრჩები “გირჩის” რიგით მხარდამჭერად და ყოველთვის ვიქნები ზურა ჯაფარიძის და თითოეული „გირჩელის“ გვერდით. ვრჩები იმ იდეების ერთგული, რასაც „გირჩი“ ემსახურება და რასაც მარტივად ჰქვია – მეტი თავისუფლება.
1998 წლიდან თითქმის უწყვეტად ვარ საჯარო სამსახურში, 2005 წლიდან ვიყავი პარლამენტის წევრი. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვისთან ერთადაც ან ვისთან ოპონირებისას მიმიღია მონაწილეობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჟურნალისტებს, რომელთა გარეშეც მე ვერ ვიქნებოდი საჯარო ფიგურა. შევხვდებით აუცილებლად, ახლა უკვე კერძო სექტორში“, – ნათქვამია პავლე კუბლაშვილის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები