„ამბობენ ბატონ ნიკანორ მელიაზე, რომ იგი აპირებს დღეს ააფეთქოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა, ნორმალურია ასეთი განცხადებები ვაკეთო?!”

რატომ უნდა დავუჯეროთ ადამიანს, რომელიც ყველაზე აგრესიული, უხეში და არაეთიკურია ამ დღეების განმავლობაში – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ „TV პირველის“ გადაცემა „დღის ამბებში” „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ს ნიკა მელიას მისამართით განაცხადა.

აღნიშნული შეფასებით, ის ნიკა მელიას მიერ გუშინ, უზენაესი სასამართლოს თაობაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ბესელიამ მელია მწვავედ გააკრიტიკა.

„ნიკა მელიას ვეტყვი რომ, რომ პოლიტიკური კლასის სიმწირე იყო სწორედ მისი განცხადების შინაარსი, რომ ვიღაცა სანდო წყარომ მითხრა, თურმე მოსამართლეებზე ახდენთ ზეწოლას, ეს დაბალი კლასია პოლიტიკოსის მხრიდან. ნიკა მელია ვინ არის , წმინდანია, რომ უპირობოდ ვენდოთ?! თუ რატომ უნდა დავუჯეროთ ადამიანს, რომელიც ყველაზე აგრესიული, უხეში და არაეთიკურია ამ დღეების განმავლობაში თუ ის კონკრეტულ წყაროს დაასახელებს, მეტად მოიმატებს ამ განცხადების ნულოვანი დონე, მაგრამ ამ შემთხვევაში, მის განცხადებას სერიოზულ პასუხს ვერავინ გასცემს.

ასე ამბობენ ბატონ ნიკანორ მელიაზე, რომ იგი აპირებს დღეს ააფეთქოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა, ნორმალურია ესეთი განცადებები ვაკეთო ?!”,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ სანდო წყაროზე დაყრდნობით აქვს ინფორმაცია, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლო მთავრობისგან ძლიერ ზეწოლას განიცდის – ამის შესახებ გუშინ, რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატმა ნიკა მელიამ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები