ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე, ფაქტობრივი გარემოებები პრაქტიკულად დადგენილია – ცოტნე გამსახურდია

„ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე, ფაქტობრივი გარემოებები პრაქტიკულად დადგენილია – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
როგორც გამსახურდია აღნიშნავს, პროკურატურას თითქმის ყველაფერი გამოძიებული აქვს, მაგრამ მისივე თქმით, სპეციალურად დამუხრუჭებულია პროცესები, რადგან არ არსებობს მკაფიო პოლიტიკური ნება.
„ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე, ფაქტობრივი გარემოებები პრაქტიკულად დადგენილია, პროკურატურას თითქმის ყველაფერი გამოძიებული აქვს, მაგრამ სპეციალურად დამუხრუჭებულია პროცესები, რადგან არ არსებობს მკაფიო პოლიტიკური ნება! უახლოეს მომავალში საზოგადოებას დეტალურად გავაცნობ, რა ხდება, და ვისაუბრებ კონკრეტული ფიგურების დამოკიდებულებებზე ამ საქმის მიმართ ხელისუფლებაში!
და თქვენი, საზოგადოების დახმარება დამჭირდება. ახლა მაინც დაეხმარეთ ადამიანს, ვინც საკუთარი ცხოვრება და სიცოცხლე შესწირა ქვეყანას“, – წერს ცოტნე გამსახურიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები