საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მეანაბრეები „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას მართავენ

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებული მეანაბრეები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან აქციას მართავენ.
ისინი, მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ პრობლემის მოსაგვარებლად შუამავლის როლი იტვირთოს.
მეანაბრეები კუთვნილი ანაბრების და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, კომპანიას 1500- მდე მეანაბრე ჰყავს, ვალი კი 30 მილიონს აღწევს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით აწარმოებს, რაც მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები