კალიფორნიაში მდებარე სამმა მეჩეთმა მუქარის წერილი მიიღო

აშშ-ს შტატ კალიფორნიაში მდებარე სამმა მეჩეთმა მუქარის წერილი მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების საბჭოს ავრცელებს.
როგორც Los Angeles Times-ი წერს, შეტყობინების ადრესატი “სატანის შვილები“ არიან, წერილის ხელმომწერია ორგანიზაცია „ამერიკელები ნათელი მომავლისთვის“ .
„ქალაქში ახალი შერიფია – დონალდ ტრამპი, ის გეგმავს ამერიკის გასუფთავებას. ასევე მიზნად ისახავს ქვეყანა ისევ ბრწყინვალე გახადოს“- აღნიშნულია წერილში.
ლოს-ანჯელესში, ამერიკულ-ისლამური ურთიერთობის საბჭოს დირექტორის ჰუსამ აილუშის განცხადებით, დონალდ ტრამპის „უპასუხისმგებლო და აგრესიულმა“ წინასაარჩევნო კამპანიამ მის მომხრეებში სიძულვილი გააძლიერა.
„არ ვამბობ, რომ ტრამპმა ხალხი რასისტებად აქცია, მაგრამ მინდა შევახსენო არჩეულ დონალდ ტრამპს, რომ მისი ვალდებულებაა იყოს პრეზიდენტი ყველა ამერიკელისთვის“, – განაცხადა აილუშიმ.
ფაქტზე პოლიციამ გამოიძება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები