მელბურნში იშვიათ დაავადებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ავსტრალიაში, მელბურნში იშვიათ დაავადებას, რომელსაც ტორნადოსგან გამოწვეულ ასთმას უწოდებენ ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ ხუთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ადამიანებში ალერგიულ რეაქციას მცენარის მტვერი იწვევს, რომელიც ძლიერი ქარის შედეგად ჰაერში იფრქვევა და სუნთქვის გაძნელება ხდება. გასული დღეების განმავლობაში, ანალოგიური სიმპტომებით სამკურნალო დაწესებულებებს 8 500-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა.
ამ დროისთვის, სტაციონარში მკურნალობას განაგრძობს 20 პაციენტი, რომელთა სიცოცხლესაც საფრთხე აღარ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები