ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო კუბაში 9 დღიანი გლოვა გამოცხადდა

კუბაში ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო 9 დღიანი გლოვა გამოცხადდა კუბაში
ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშებია დაშვებული და ყველა ღონისძიება გაუქმდა. ჰავანაში უსაფრთხოების ზომებს აძლიერებენ, რადგან გამთენიისას ყოფილ კომანდანტეს რევოლუციის მოედანზე დაასვენებენ. უახლოესი ორი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება. უკვე ამის შემდეგ ფიდელ კასტროს ნეშტს ქალაქ სანტიაგოში გადაასვენებენ, სადაც რევოლუციის ლიდერმა ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლები გაატარა. დაკრძალვის ცერემონია 4 დეკემბერსაა დაგეგმილი.
ფიდელ კასტრო კუბას 30 წლის განმავლობაში მართავდა. ის 25 ნოემბერს გვიან ღამით გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები