ვიქტორ დოლიძე: ისტორიულ, ახალ, ეპოქალურ პერიოდში უწევს ახალ მთავრობას საქმიანობა

ისტორიულ, ახალ, ეპოქალურ პერიოდში უწევს ახალ მთავრობას საქმიანობა, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით მთავრობას ნდობა განუცხადეს.
მინისტრმა დღევანდელ დღე მნიშვნელოვნად შეაფასა და აღნიშნა, რომ თითოელმა მინისტრმა ყველაფერი უნდა გაკეთოს, რათა საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს.
„ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი დღე იყო, იქედან გამომდინარე, რომ პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მეტია. მე ვიტყოდი, რომ ისტორიულ, ახალ, ეპოქალურ პერიოდში უწევს ახალ მთავრობას მოღვაწეობა იმ გამოწვევებიდან და ასევე შესაძლებლობებიდან გამოდინარე, რომელიც ჩვენი ქვეყნის რეფორმირებას, ეფექტურ განვითარებას და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს ინტეგრაციულ პროცესებს უკავშირდება საერთო ევროპულ ოჯახში რაც შეიძლება დროულად ჩვენი ადგილის დასამკვიდრებლად. ამისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, ამის გარშემო სერიოზული კონსოლიდაციაა საჭირო. მე იმედი მაქვს, რომ საერთო საზოგადოებრივი კონსენსუსი ამ თემასთან დაკავშირებით იქნება“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები