კახა კალაძე: არავის მივცემთ უფლებას, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ღირსება შეულახოს

თავისუფლება დიდი შრომის შედეგად მოვიპოვეთ ჩვენ და არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ღირსება შეულახოს, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ პარლამენტში მთავრობის დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მთავრობის განახლებული გუნდი ყველაფერს გააკეთებს ხალხის საკეთილდღეოდ.
„ჩვენ ოთხი წლით დაგვიქირავა მოსახლეობამ და შესაბამისად, რაც გვქონდა წარმოდგენილი წინასაარჩევნოდ, რაზეც ვსაუბრობდით, ეს არის თავისუფლება, რომელიც კიდევ უნდა განვამტკიცოთ. ის დიდი შრომის შედეგად მოვიპოვეთ ჩვენ და არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ღირსება შეულახონ . ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს. ის ეკონომიკური გეგმა რომელიც გვაქვს წარმოდგენილი შესაძლებლობას გვაძლევს ქვეყანა სწრაფად განვავითაროთ ისე, რომ თითოეულმა ჩვენგანმა იგრძნოს კეთილდღეობა“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები