არჩილ თალაკვაძე – ჩვენ ავირჩიეთ ევროპული ტიპის პრემიერი და მინისტრები

ჩვენ ავირჩიეთ ევროპული ტიპის პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი, ადამიანები, რომლებიც ახლოს არიან ხალხთან და ახლოს არიან ყოველთვის წარმატებულ შედეგებთან, – ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქართული დემოკრატია არის ბევრად უფრო წინ, ვიდრე იყო ექვსი-რვა წლის წინ.

„ჩვენ ავირჩიეთ ევროპული ტიპის პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი. ავირჩიეთ ადამიანები, რომლებიც ახლოს არიან ხალხთან და ახლოს არიან ყოველთვის წარმატებულ შედეგებთან. ჩვენ განვიხილეთ არაერთი შედეგი, რომელსაც მიაღწია ჩვენმა გუნდმა ოთხი წლის განმავლობაში. მათ წარმატებით შეასრულეს პირველი მისია. როგორც ყველა წარმატებული გუნდი, ახლა უფრო რთული გამოწვევის წინაშე დგანან. პარლამენტი საკანონმდებლო პროცესით მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს მათ. მეორე მხრივ, პარლამენტში ადგილი არის იმისთვის, რომ იყოს დებატი, იყოს კითხვები დ პასუხები. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქართული დემოკრატია არის ბევრად უფრო წინ, ვიდრე იყო 6 წლის, 8 წლის წინ. დღეს ჩვენ ვხედავთ ახალ პოლიტიკას და ახალ პოლიტიკურ კლასს“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები