ირაკლი კობახიძე: 2017 წლის ბიუჯეტის განხილვა უახლოესი დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება

2017 წლის ბიუჯეტის განხილვა უახლოესი დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„უახლოეს დღეებში შემოვა პარლამენტში ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი. ჩვენ წლის ბოლომდე ბუნებრივია დავამტკიცებთ ამ დოკუმენტს. გარდა ამისა დავიწყებთ მუშაობას სამუშაო გეგმაზე. ორშაბათს უკვე განიხილება ბიუროს სხდომაზე პირველადი გეგმა, ის კანონპროექტები, რომლის განხილვა განახლდება უახლოეს მომავალში“, – განაცხადა კობახიძემ. რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიის შექმნას, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში გაგრძელდება კონსულტაციები. „საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში გაგრძელდება კონსულტაციები და ამ კონსულტაციების საფუძველზე დაფუძნდება ფორმატი, რომლის საფუძველზე განიხილება თითოეული ცვლილება, რომელიც შეიძლება შევიდეს კონსტიტუციაში“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები