მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ პარლამენტის დადგენილება პრეზიდენტის ადმინისტრაციას დღესვე გადაეგზავნება
პარლამენტის დადგენილება მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას დღესვე გადაეგზავნება – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ განაცხადა და შესაბამის დადგენილებას ხელი მოაწერა.
კონსტიტუციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში პრეზიდენტი დანიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე 2 დღის ვადაში დანიშნავს საქართველოს მთავრობის სხვა წევრებს.
110-ხმით, 19-ის წინააღმდეგ პარლამენტმა გიორგი კვირიკაშვილის მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა.