ირაკლი კობახიძე: ჩვენ ნდობა გამოვუცხადეთ ძალიან ღირსეულ გუნდს, ძალიან ღირსეული ლიდერით

ჩვენ ნდობა გამოვუცხადეთ ძალიან ღირსეულ გუნდს, ძალიან ღირსეული ლიდერით, ევროპული ლიდერით და ამ გუნდს აქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც ასახულია სამთავრობო პროგრამაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთავრობის ახალ გუნდს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები.
“ჩვენ ნდობა გამოვუცხადეთ ძალიან ღირსეულ გუნდს, ძალიან ღირსეული ლიდერით, ევროპული ლიდერით და ამ გუნდს აქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც ასახულია სამთავრობო პროგრამაში, ეს პროგრამა მოიცავს სახელმწიფოებრივ განვითარებას. პროგრამა ერთდროულად არის ამბიციურიც და იმავდროულად რეალისტურიც და შესაბამისად ის უზრუნველყოფს ქვეყნის სწრაფ განვითარებას, იმას რაც ჩვენ დავაანონსეთ არჩევნების წინ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები