სოზარ სუბარი: ნიკანორ მელიას საქციელი არის უღირსი

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატი სოზარ სუბარი უღირსს და ცილისმწამებლურს უწოდებს საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნიკა მელიას ბრალდებებს “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით.
სუბარი იმედს გამოთქვამს, რომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.
„იმედი მაქვს, “რუსთავი 2”-ის საქმეზე სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს გადაწყვეტილება ტელევიზიის პოლიტიკაზე არ აისახება. ვინც არ უნდა იყოს მფლობელი, იმედია იგივე ჟურნალისტები დარჩებიან.
ის, რაც ნიკანორ მელიამ თქვა, ეს არ არის ბრალდებები, ეს არის ცილისწამება, ჭორაობა და უღირსი საქციელი, რომელიც არ ეკადრება არცერთ ადამიანს და მითუმეტეს, ადამიანს, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრია და ამბიცია აქვს, იყოს კანონმდებელი ამ ქვეყანაში. ძალიან ცუდია, როცა ადამიანებს მეტი სათქმელი არაფერი აქვთ, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ეს ამ პარტიის სტილია“, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები