ფიდელ კასტროს 4 დეკემბერს დაკრძალავენ

დღეს გარდაცვლილ კუბის რევოლუციის ბელადს ფიდელ კასტროს 4 დეკემბერს დაკრძალავენ. დღეს კი კასტროს ნეშტს კრემაცია ჩაუტარდება. კასტროს დაკრძალვამდე ქვეყანაში 9-დღიანი გლოვაა გამოცხადებული. ამის შესახებ გადაწყვეტილება კუბის ხელისუფლებამ მიიღო.
4 დეკემბრამდე ქვეყანაში ყველა ღონისძიება და შოუ გაუქმდება, ხოლო სამთავრობო უწყებებზე დრ5ოშები იქნება დაშვებული.
ფიდელ კასტრო დღეს დილით 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი არ სახელდება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კუბის ყოფილი ლიდერი კუჭის კიბოთი იყო დაავადებული.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები