გიორგი კვირიკაშვილი: მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ პროცესებში მთავრობა ვერ და არ ჩაერევა

„მთავრობა გამოძიების პროცესში არ ერევა“ – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატ გედევან ფოფხაძეს, რომელმაც მთავრობას მიმართა, რომ წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ.
”როგორც სხვა პროცესებში, მთავრობა გამოძიების პროცესში არ ერევა. საგამოძიებო პროცესს პროკურატურა წარმართავს. ზოგიერთი საქმე სასამართლოშია. ზოგი მაღალჩინოსნის მიმართ გამოყენებულ იქნა თავისუფლების აღკვეთის ზომა. ჩვენ ამ პროცესებში ვერ ჩავერევით და არ ვერევით. ეს მთლიანად პროკურატურისა და სასამართლოს პრეროგატივაა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა ფოფხაძის საპასუხოდ.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ მთავრობას მიმართა, ყველა ქმედითი ნაბიჯი გადადგას იმისთვის, რომ წინა ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირები მართლმსაჯულების წინაშე წარსდნენ და სამართლებრივი პასუხი აგონ.
როგორც მან განაცხადა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბევრ მსჯავრდებულს შეხვდა, მაგრამ ჯერ არ უნახავს ისეთი პატიმარი, რომელსაც უფრო მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები