მედვედევი – ტრამპის განცხადებაზე: BRICS-ი ავტორიტეტს იძენს, ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ
ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც BRICS-ის ანტიამერიკულ პოლიტიკას შეუერთდება დამატებით 10%-იან ტარიფს დაექვემდებარება, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი გამოეხმაურა.
მედვედევმა საპასუხო განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
“BRICS-ი ავტორიტეტს იძენს. ტრამპმა გამოაცხადა, რომ დამატებით 10%-იანი ტარიფი დაეკისრება ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მხარს დაუჭერს BRICS-ის პოლიტიკას. ასე რომ, ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ!”,- დაწერა მედვედევმა.