პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს მთავრობის შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებენ

დეპუტატები საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას, პრეზიდენტის განკარგულებით, 26 ნოემბერს დანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველია ერთი საკითხი – საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა. სამთავრობო პროგრამა 2016-2020 წწ.“ განხილვა და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადება. ბიუროს წევრებმა დღის წესრიგს მხარი ერთხმად დაუჭირეს.
ბიურომ ასევე განიხილა ორგანიზაციული საკითხებიც. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს აცნობა, პარლამენტში შესულია საქართველოს პრეზიდენტის წარდგინება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შედეგად წარმოშობილ ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად არჩილ მესტვირიშვილის, მურთაზ კიკორიას და რობერტ ჰენდრი სინგლეტერი უმცროსის კანდიდატურების წარდგენის შესახებ. ბიურომ საკითხის განხილვისთვის წამყვან კომიტეტად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განსაზღვრა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს კი სავალდებულო დასკვნის წარმოდგენა დაევალა.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მუშაობას 12:00 საათზე შეუდგება.
დეპუტატებმა პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს პარასკევს მოუსმინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები