იზორია “ნაციონალებს“: თქვენი ხელისუფლების პირობებში 2005 – 2008 წლებში, 32 მილიონი დოლარი გაქრა

თქვენი ხელისუფლების პირობებში 32 მილიონი დოლარი გაქრა 2005 – 08 წლებში, ეს იყო სამხედრო ტექნიკის შესაძენი თანხა, – ამ სიტყვებით თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა.
იზორია ვარაუდობს, რომ აღნიშნული თანხა “ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას ხმარდებოდა.
“მინდა ერთი ფაქტი იცოდეს საზოგადოებამ, ალბათ ზოგიერთმა თქვენგანმა ამის შესახებ არ იცით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს ამაზე ინფორმაცია ექნება, თუ არ აქვს, ეს სამწუხაროა – კერძოდ თქვენი ხელისუფლების პირობებში 32 მილიონი დოლარი გაქრა 2005 – 08 წლებში და პროკურატურაშია ეს საქმე. კერძოდ, სამხედრო ტექნიკის შესაძენად გათვალისწინებული საქართველოს მოსახლეობის თანხა. 8 მილიონი ევრო დაიკარგა 2012 წელს – ეს საქმეები პროკურატურაშია, საჯაროდ ვამბობ – თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ. ბატონო გიგა, თქვენ საყურადღებოდ – თქვენ იყავით პასუხისმგებელი პირი. ამიტომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს როგორ ზრუნავდით თავდაცვის უნარიანობაზე, მოდით ყველამ ვთქვათ სად მიემართებოდა ეს თანხები – ეს თანხები მიემართებოდა თქვენს ჯიბეში, მაქვს დიდი ალბათობა ვივარაუდო, რომ წინასაარჩევნო კამპანიაც სწორედ ამ თანხებით ფინანსდებოდა. როდესაც თავდაცვისუნარიანობას ასუსტებ – ეს ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობაა“, – მიმართა ლევან იზორიამ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები