პრემიერი: ჩვენც ძალიან განვიცდით, რომ მოსახლეობისთვის ლარის კურსი არის მტკივნეული

ჩვენც ძალიან განვიცდით, რომ მოსახლეობისთვის ლარის კურსი არის მტკივნეული,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ლარი, სხვა ქვეყნის ვალუტებთან შედარებით, ნაკლებად გაუფასურებულია დოლართან მიმართებაში.
„რაც შეეხება სავალუტო კურსს, მინდა თქვენ გაჩვენოთ გრაფიკი, თუ სად არის საქართველოს სავალუტო კურსი. ჩვენი ვალუტა დოლართან მიმართებაში უფრო ნაკლებად არის გაუფასურებული, ვიდრე არის ევრო და სომხეთის ვალუტა. დანარჩენი ყველა ქვეყნის ვალუტა, ეს არის მოლდოვა, რუსეთი, თურქეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, უკრაინა და აზერბაიჯანი უფრო მეტად არის გაუფასურებული დოლართან მიმართებაში, ვიდრე არის ქართული ლარი”,- განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტის მიმართულებით გაზრდილი ზრდა ვერ დაბალანსდა იმპორტის მაჩვენებლებით და ამან გამოიწვია, ძირითადად ბოლო თვეებში, ვალუტის გაუფასურება დამატებით.
„თორემ ის გაუფასურების დონე, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის აბსოლუტურად ადეკვატური იმ სურათისა, რაც რეგიონში გვაქვს”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები