ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ვიქტორ დოლიძის კანდიდატურა დასახელდა

0

“თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრის, ვიქტორ დოლიძის კანდიდატურა დაასახელა ევროინტეგრაციის მინისტრის პოსტზე სამშაბათს, მთავრობის ადმინისტრაციაში, გიორგი კვირიკაშვილმა. ვიქტოდ დოლიძე დავით ბაქრაძეს ცვლის, რომელიც აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა.
ვიქტორ დოლიძე დაიბადა 1973 წლის 4 ივლისს. სხვადასხვა დროს მუშაობდა შემდეგ თანამდებობებზე:
1996-1997- ეკავა თანამდებობები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში; 1997-1998- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკურ დეპარტამენტის NATO-ს სამმართველოს უფროსის მოადგილე;
1998-2000-საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსი; 2000-2001-ბელგიისა და ნიდერლანდების სამეფოებსა და ლუქსემბურგის საჰერცოგოში საქართველოს საელჩოს მრჩეველი, საქართველოს მისიის წევრი ევროსაბჭოსა და ნატო-ში;
2001-2004 – NATO-ში საქართველოს მისიის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში (ბრიუსელი, ბელგიის სამეფო); 2004-2005-საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი; 2005-2009-საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ვენაში (ავსტრია) განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.
თავისი პროფესიული მოღვაწეობის პერიოდში ვიქტორ დოლიძე აქტიურად იყო ჩართული ეუთო-ს უსაფრთოხოების კომიტეტის საქმიანობაში, 2007 წელს ამ ორგანიზაციაში ხელმძღვანელობდა მიმართულებას პოლიციის საკითხებში. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს ეუთო-ში აქტიურად იცავდა საქართველოს ინტერესებს, რომლის დროსაც განხორციელდა კონფლიქტის ზონაში სამხედრო დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდა.
NATO-ში მოღვაწეობის პერიოდში იყო NATO-ს პოლიტიკური კომიტეტის, სამხედრო-პოლიტიკური კომიტეტის, სამეცნიერო კომიტეტის, სამოქალაქო თავდაცვის დაგეგმვის კომიტეტისა და ეკონომიკური დირექტორატის წევრი.
2009-2016 წლებში პოლიტიკური პარტია “თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.
2010 წელს არჩეულ იქნა თბილისის მეოთხე მოწვევის საკრებულოს წევრად. 2012-2014 წლებში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე.
დამთვრებული აქვს 1990-1995 წწ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი. 1997 წელს – NATO-ს თავდაცვის კოლეჯი (რომი, იტალია)
1998 წელი- შვედეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯი. 1999 წელი – თავდაცვის რესურსების მართვის ინსტიტუტი (მონტერეი, კალიფორნია, აშშ). 2004 წელი – ჯორჯ მარშალის ევროპის უსაფრთხოების სწავლების ცენტრი, (გარმიში, გერმანია).
ფლობს ქართულს, ინგლისურს, რუსულსა და ფრანგულ ენებს. ჰყავს მეუღლე – თამარ გიორგაძე და ორი შვილი.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვიქტორ დოლიძემ “თავისუფალი დემოკრატები” დატოვა.

კომენტარები

კომენტარი