ლევან იზორია თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებას პოპულისტურს უწოდებს

“არჩევნებამდე 3 თვით ადრე ასეთი გადაწყვეტილების მიღება ბუნებრივია, არის პოპულიზმი“, – ამ სიტყვებით აფასებს თავდაცვის მინისტრი მის წინამორბედს, თინა ხიდაშელის ბრძანებას სავალდებულო სამხედრო გაწვევის შეჩერების თაობაზე. ლევან იზორიას აზრით, სავალდებულო სამხედრო გაწვევის შეჩერება წინა მინისტრის ნაჩქარევი ნაბიჯი იყო.

„მეტსაც გეტყვით. არსებობს 2015 წლის ივლისში პარლამენტის საკომიტეტო მოსმენის დროს ამ გადაწყვეტილებაზე ავტორის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც ის საუბრობდა, რომ 2016 წელს ამ სისტემის გაუქმება არარეალურია. ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე, წინასაარჩევნოდ, არჩევნებამდე 3 თვით ადრე ასეთი გადაწყვეტილების მიღება ბუნებრივია, არის პოპულიზმი. შესაბამისად, დღეს გვაქვს გარკვეული პრობლემები დაკომპლექტების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, სრულიად ახალ სისტემას გთავაზობთ“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა ლევან იზორია „წინა მინისტრში“ თინა ხიდაშელს, თავდაცვის მინისტრმა დაუდასტურა, რომ თინა ხიდაშელზე საუბრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები