გურამ ოდიშარიას კრებულის – „დაბრუნება სოხუმში“ თარგმანის წარდგინება გაიმართება

„კავკასიურ სახლში“ დღეს თანამედროვე ქართველი მწერლის გურამ ოდიშარიას კრებულის თარგმანის – „დაბრუნება სოხუმში“ წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, გამომცემლობა „კულტურნაია რევოლუციამ“ რუსეთში გურამ ოდიშარიას კრებული „დაბრუნება სოხუმში“ გამოსცა.
კრებული სამ რომანს – „პრეზიდენტის კატა“, „სოხუმში დაბრუნება“, „სათვალიანი ბომბი“ და ერთ ვრცელ მოთხრობას „ძმისშვილი“ აერთიანებს.
ნაწარმოებები რუსულ ენაზე სხვადასხვა დროს თამარა გაიდაროვამ და ინესა მიქაძემ თარგმნეს.
წარდგინებას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი, გამომცემლობის „კულტურნაია რევოლუცია“ ხელმძღვანელი იგორ ებანოიძე, ლიტერატურათმცოდნეები დაესწრებიან.
წიგნში შესული ნაწარმოებების, ისევე როგორც გურამ ოდიშარიას შემოქმედების ძირითადი თემა აფხაზეთი და ქართულ-აფხაზური ურთიერთობებია. ყველა მათგანი, ავტორის მშობლიურ ქალაქ სოხუმსა და ზოგადად, აფხაზეთში განვითარებულ რეალურ ისტორიებს ეყრდნობა.
გურამ ოდიშარია ათამდე სახელმწიფო, ლიტერატურული და თეატრალური პრემიის ლაურეატი და საერთაშორისო ორგანიზაცია „გლობალური მშვიდობის ფედერაციის“ მშვიდობის ელჩია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები