გია ვოლსკი მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღის წესრიგს განმარტავს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღის წესრიგს განმარტავს.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეებს აირჩევენ. მისი თქმით, ასევე ცნობილი გახდება ყველა კომიტეტის თავმჯდომარე.
„ასევე ცნობილი გახდება ვიცე-სპიკერების ვინაობა ოპოზიციიდან. რასაკვირველია, ფრაქციებთან დაკავშირებითაც გახდება ცნობილი საბოლოო გადაწყვეტილება. გამოვლენ პრეზიდენტი და შემდეგ პარლამენტის ახალი თავმჯდომარე“,- განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, უფლებამოსილების ცნობის ფარგლებში დეპუტატები დღეს ქვეყნის ერთგულების ფიცსაც დადებენ. ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს, 12:00 საათზე გაიხსნება. დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში უკვე იკრიბებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები