შალვა პაპუაშვილი: არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის არმიღება კარგია დემოკრატიისთვის, ვინაიდან საბოლოდ ჩაიხსნებიან პოლიტიკური ცხოვრებიდან

,,როგორც ვაკვირდებით, „ლელო“ და პარტია „საქართველოსთვის“ უკვე დიდად აღარ ცდილობენ რომ მოიტყუონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათი მონაწილეობა/არმონაწილეობის საკითხზე. პირდაპირაც განაცხადეს, რომ ბოიკოტს არ უცხადებენ, ასე რომ კარგია, თუ საბოლოო ჯამში ამ ტყუილს თავს დაანებებენ, უპირველეს ყოვლისა საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ და თავს ჟანა დარკად აჩვენებენ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაც და არმიღებაც კარგი იქნება, რადგან პირველ შემთხვევაში საზოგადოება მათ მორიგ ჯერზე გამოუტანს განაჩენს, მეორე შემთხვევაში კი ისინი პოლიტიკურ ცხოვრებას საბოლოოდ ჩაეხსნებიან.

„სინამდვილეში, ჩვეულებრივად პოლიტიკური თანამდებობისკენ იყურებიან – რა შეიძლება მოიპოვონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ასე რომ, საბოლოო ჯამში ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას, მათ შორის მათ ამომრჩევლებს, პარტიები არ ატყუებდნენ, რაც უფრო მალე დაასრულებენ ამ ტყუილს და თუ გამბედაობა ეყოფათ, რომ პირდაპირ თქვან და თვალში ნაცარი არ შეაყარონ საკუთარ ამომრჩეველს, ეს მხოლოდ კარგი იქნება.

მეორე მხრივ, ზოგადად მივესალმებოდი, რომ რაც უფრო ნაკლები ექსტრემისტული პარტია მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, მით უკეთესი. ექსტრემისტებს არაფერი ესაქმებათ როგორც პარლამენტში, ისე ადგილობრივ თვითმმართველობაში. ასე რომ, მათ მიერ არჩევნებში მონაწილეობის არ მიღება კარგია დემოკრატიისთვის, ვინაიდან საბოლოოდ ჩაიხსნებიან ყველანაირი პოლიტიკური ცხოვრებიდან. მონაწილეობას თუ მიიღებენ ესეც კარგია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გამოუტანს მათ საზოგადოება განაჩენს არჩევნებზე“, – აცხადებს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები