გურამ ოდიშარიას პლოვდივის უნივერსიტეტის გაზეთის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

მწერალ გურამ ოდიშარიას, პლოვდივის უნივერსიტეტის გაზეთის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ინფორმაციას  თავად მწერალი აქვეყნებს სოციალურ ქსელში.
„ბულგარეთი. პლოვდივი. პლოვდივის უნივერსიტეტი. 2025 წლის 8 მაისი.
რა დამავიწყებს ბულგარულად თარგმნილი რომანის „პრეზიდენტის კატის“ პრეზენტაციასა და ჩემთვის პლოვდივის უნივერსიტეტის გაზეთის საპატიო დოქტორის მონიჭებას (доктор хонорис кауза на вестник „Пловдивски университет”).
პლოვდივის უნივერსიტეტი ევროპაში ერთ-ერთი უძველესია და ბულგარეთში რეიტინგით მეორე ადგილზეა.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შესანიშნავ პოეტს, ბატონ ტილიო ტილევს, რომანის მთარგმნელს ქალბატონ ივანა პეტკოვას, პლოვდივის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს გულთბილი მიღებისათვის და იმ ღრმა შინაარსიანი გულწრფელი დიალოგისთვის, რომელიც ჩვენს შორის გაიმართა“, – წერს გურამ ოდიშარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები