დავით მათიკაშვილი: საბოლოო ჯამში, 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ფარგლებს გარედან დავალების შესაბამისად მიიღებს.

მისივე თქმით, 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს.

„საბოლოო ჯამში, ყველანი დამოკიდებულები არიან იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც არა ქვეყნის შიგნით – ამ კონკრეტული რადიკალური ოპოზიციური პარტიების წიაღში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმ ძალების მიერ მიიღება, რომლებიც დავალებას აძლევენ. საბოლოო ჯამში, 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს და საზოგადოება კიდევ ერთხელ გამოუტანს შესაბამის განაჩენს რადიკალებს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები