დავით მათიკაშვილი: ღიმილის მომგვრელია ბრიტანეთის ელჩისგან ასეთი დამოკიდებულება
,,ღიმილის მომგვრელია ბრიტანეთის ელჩისგან ასეთი დამოკიდებულება, ზოგადად, მედიის მიმართ მაშინ, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ სწორედ ბრიტანული მოდელი, ე.წ. ბიბისის მოდელი მიიღო მედიასაშუალებების მარეგულირებელ საკანონმდებლო სივრცედ”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მსოფლიოში ორმაგი სტანდარტი არსებობს.
„ის, რომ მაგალითად კონკრეტული ტელეკომპანიების ბულინგზე, სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე ევროპული ქვეყნის ელჩები არ რეაგირებენ, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ორმაგ სტანდარტს რაც, სამწუხაროდ დღეს მსოფლიოში და კერძოდ, ევროპის კონტინენტზე არსებობს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, “იმედის” ინფორმაციით, ბრიტანეთის ელჩი, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოში მედიაგარემოს აკრიტიკებდა, „ქრონიკის“ კითხვებს ამ დრომდე არ პასუხობს, მათივე ცნობით, ევროპის დღეზე „ქრონიკის“ ჟურნალისტის შეურაცხყოფისა და ოპოზიციის შეტევის შესახებ კითხვას არ პასუხობს არც ევროკავშირის წარმომადგენლობა.