მეუფე შიო: მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ყარეს, ვინ სად წასულიყო საქადაგებლად, ღვთისმშობელს წილად ერგო ივერიის მოქცევა – რადგან მისი გარდაცვალება იყო მოახლოებული, მის ნაცვლად საქართველოში გამოგზავნა ანდრია მოციქული

,,როდესაც მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვინ სად წასულიყო საქადაგებლად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წილად ერგო ივერიის მოქცევა”,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას განაცხადა.

„ვინაიდან მისი გარდაცვალება იყო მოახლოებული, მაცხოვარი გამოეცხადა მას და უბრძანა იერუსალიმში დარჩენილიყო, მის ნაცვლად კი საქართველოში გაეგზავნა ანდრია მოციქული თავის ხელთუქმნელ ხატთან ერთად. ყოვლადწმინდა ქალწულმა, დედა ღვთისმშობელმა აუწყა ანდრია მოციქულს ღვთის ნება, მოითხოვა ფიცარი, მიიდო სახეზე და ამ ფიცარზე გამოისახა ღვთისმშობელი ყრმა იესოთი. მან უთხრა ანდრია მოციქულს, რომ ეს ხატი იქნება ქართველთა მცველი უკუნისამდე“, – განმარტა მეუფე შიომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები