მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ღვთისმშობლის წილხვდომილობის და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს საზეიმო წირვა აღევლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წირვას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად დაესწრო.
წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.
საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს, 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით „საზოგადოება ივერიას“ სპეციალური ჯილდო – ოქროს ჯვარი და საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელი გადაეცა.