სააკაშვილი აცხადებს, რომ პოროშენკო მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს

საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გარკვეულ პირებს დაავალა, რომ ოდესის ყოფილ გუბერნატორს სასამართლოს გზით, მოქალაქეობა ჩამოართვან.
ამის შესახებ სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
„ჩემმა კარგად ინფორმირებულმა წყარომ შემატყობინა, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ იგორ კონონენკოს და მის თანამზრახველ გრანოვსკის, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორუფციულ პირამიდაში სასამართლო საქმეების არაფორმალური კურატორია, დაავალა, ჩემთვის, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი მოამზადონ“, – წერს სააკაშვილი.
მისი განმარტებით, თუ უკრაინის მოქალაქეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ გააჩნია, მაშინ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს კანონი კრძალავს.
„საერთაშორისო სამართალი და უკრაინის კანონმდებლობა კრძალავს მოქალაქეობის ჩამორთმევას უკრაინის მოქალაქეებისთვის, თუ მათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ გააჩნიათ. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი არა მხოლოდ სარგებლობს ამ თაღლითების მომსახურებით, არამედ ყურსაც უგდებს მათ რჩევებს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები