შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს უმასპინძლა

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა, ამავე დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ბაზაზე, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების უსაფრთხოებისა და პოლიციის ატაშეებს, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი დაეწრო.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრებმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ბაზის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერეს. ისინი მიმდინარე და დაგეგმილ საბრძოლო და სპეციალური მომზადების სასწავლო კურსებსაც გაეცნენ, რომლებიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, ასევე, სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების პირადი შემადგენლობისთვის ტარდება.
ვიზიტის მიზანი იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს შორის არსებული წარმატებული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები