მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას განცხადებას ეხმაურება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ციხიდან გამოგზავნილ განცხადებას ეხმაურება. როგორც მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში „არჩევანში“ აღნიშნა, იგი გიგი უგულავას უსურვებს, რომ ციხის საკანი მალე დატოვოს. თუმცა, ამავე ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ იგი გიგი უგულავას ბოლოს დაპატიმრებამდე საფრანგეთში შეხვდა და ურჩია საქართველოში არ ჩასულიყო, რადგან თბილისის მერს დააპატიმრებდნენ.
„გიგის ვუსურვებ რომ ციხიდან გამოვიდეს, როცა გიგი მიდიოდა საქართველოში მე მას, მაისში საფრანგეთში შევხვდი. ვუთხარი არ წახვიდე ჩაგსვამენ-თქო. მას მიაჩნდა, რომ წლის ბოლომდე თითს არ დამაკარებენო. ეს იყო მაისი. მე ვუთხარი, რომ საშიშია ჩაგსვამენ, შეიძლება მძევლადაც გამოგიყენონ. გიგი სრულიად უსამართლოდ ზის. ისევე, როგორც სხვა ჩვენი პოლიტპატიმრები. მე გიგის ნამდვილად ვუსურვებ მალე გათავისუფლებას. ყველა პატივსაცემია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ბევრი ჩვენი აქტივისტი ძალიან რთულ სიტუაციაშია. ჩვენ ეს ხალხი არ უნდა მივატოვოთ. არ უნდა მივატოვოთ ჩვენი პოლიტპატიმრები. ასევე არ უნდა მივატოვოთ ჩვენი ხალხი, რომლებიც ასეულობით არიან და არიან ჩაფიქრებულ პოზიციაში. მათ ელემენტარულად შემოსავლის წყაროები არა აქვთ, მათ არა აქვთ საშუალება რომ უცხოეთში წავიდნენ, ამიტომ, მე ვფქირობ, ახლა არ არის დრო პარტიული ოფისების დაკეტვის. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ყველა რესურსის მობილიზაცია, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ შემდგომი ბრძოლებისთვის და ახლა არ არის დრო ერთმანეთთნ ანგარიშსწორების ან საქმეების გარჩევის, ეს სუსტი და დამარცხებულის პოზიციაა“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები