სააკაშვილი – ეკონიმიკის დღევანდელი დონის შენარჩუნების შემთხვევაში, უკრაინა აღარ იარსებებს

“თუ უკრაინაში დღევანდელი ეკონომიკური მაჩვენებლები შენარჩუნდა, ეს ქვეყანა აღარ იარსებებს”, – ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „112 უკრაინას“ ეთერში განაცხადა.
„თუ ეკონომიკა ისე გაიზრდება, როგორც ამას მთავრობა გვპირდება, მაშინ იანუკოვიჩის დონის მაჩვენებლებს, უკეთეს შემთხვევაში, 15 წლის შემდეგ მივაღწევთ, ხოლო თუ ისეთი ზრდა შენარჩუნდა, როგორიც დღეს რეალურად არის, მაშინ უკრაინა, როგორც ქვეყანა, აღარ იარსებებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, უკრაინა დღეს ევროპის უღარიბესი ქვეყანაა და მას სასწრაფო რეფორმები და ახალი ხალხი სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები