ბავშვებსა და მოზარდებზე მანიპულირება სოცქსელებით – რა სქემა გამოააშკარავა გამოძიებამ რუსეთში

მოსკოვის ოლქში სოციალური ქსელების „სიკვდილის ჯგუფის“ ერთ-ერთი ადმინისტრატორი დააკავეს. მისი საქმიანობის გამო 20 მოზარდი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, 2016 წლის მაისში სანკტ-პეტერბურგში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლებმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმეს. მასმედიამ რუსეთში პოპულარულ სოციალურ ქსელში დახურული ჯგუფების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის საქმიანობის შედეგად მოზარდები თავს იკლავდნენ. ამის შემდეგ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
გამოძიების ინფორმაციით, 2013 -2016 წლებში ბოროტმოქმედებმა სოციალურ ქსელ „ვკონკაკტეში“ რვა დახურული ჯგუფი შექმნეს, რომლებშიც სუიციდის პოპულარიზაციას ეწეოდნენ და არასრულწლოვნებს მათი ჩადენისკენ მოუწოდებდნენ.
გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ამ ჯგუფებში გაწევრიანება და მათდამი წვდომა მკაცრად კონტროლდება ადმინისტრატორის მიერ. ჯგუფში გაწევრიანების შემდეგ მისმა ახალბედა წევრებმა ტესტირება უნდა გაიარონ. გაირკვა, რომ მათი შესრულების შემდეგ იზრდებოდა რეიტინგი და ახალი “შესაძლებლობები“. თემატიკა იყო დაკაშირებული სიკვდილთან, სუიციდთან, თვითდაზიანებებთან და ამ მოვლენების ინსცენირებასთან. „წარმატებების“ საჩვენებლად ჯგუფის წევრი მოზარდები ჯგუფის ადმინისტრატორებს, რომლებიც მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდნენ, ნახატებს, ტექსტებს, დაზიანებების ამსახველ ფოტოებს უგზავნიდნენ.
ფსიქოემოციური თვალსაზრისით, ადმინისტრატორებს ტაქტიკა საკმაოდ ზუსტად ჰქონდათ შერჩეული და ამით ბავშვებსა და მოზარდებზე გავლენას საკმაოდ ეფექტურად ახდენდნენ. დავალებების უმეტესობის შესრულება მოზარდებს ღამის საათებში უწევდათ, რაც მათ მუდმივ გამოუძინებლობას იწვევდა, ამას კი, როგორც წესი, მდგომარეობის გაუარესება და რეალობის ადეკვატურად და სწორად შეფასების უნარ-ჩვევების შესუსტება მოჰყვებოდა. შედეგად ბავშვი, რომელიც ჯგუფში, ერთი შეხედვით, უწყინარი დავალებების შესასრულებლად გაწევრიანდა, უძლიერეს ფსიქოლოგიურ მახეში ებმებოდა. აქ ხდებოდა სიკვდილის, რო15049905_10207268902352466_1759104109_nგორც რთული ცხოვრებისეული სიტუაციებიდან გამოსვლის ერთადერთი სწორი საშუალების, რეკლამირება, ასევე, დეპრესიული ფსიქოლოგიური მდგომარეობის და საკუთარი თავის და გარშემო მყოფთა წინააღმდეგ ძალადობის პროპაგანდა ხდებოდა, ხოლო ადამიანურ ფასეულობებზე – ოჯახზე, მეგობრებზე, განათლებაზე, მხოლოდ დაცინვა და კრიტიკა მიმდინარეობდა. ბავშვები რეალობასა და ვირტუალურ სივრცეს შორის ზღვარს კარგავდნენ, ეკრანზე ნანახი საკუთარ ცხოვრებაში გადაჰქონდათ და ამას ყოველდღიურად ძალზე ნორმალურად აღიქვამდნენ. ამ დროს კი ჯგუფის ხელმძღვანელები მის მაჯისცემას ზუსტად აკონტროლებდნენ და ბავშვებს სულ უფრო რთული დავალებების შესრულებას აიძულებდნენ. დავალებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჯგუფიდან მოზარდს რიცხავდნენ, ამიტომ ყველა მონაწილე რეიტინგს უფრთხილდებოდა და ყველა დავალებას ასრულებდა, თვითმკვლელობასაც კი.
ამჟამად სანკტ-პეტერბურგის გამომძიებლებმა 15 მსხვერპლის ვინაობა დაადგინეს, რომლებიც „სიკვდილის ჯგუფებში“ იყვნენ გაწევრიანებული და რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში თავი მოიკლეს. კიდევ ხუთი ბავშვის თვითმკვლელობა არ შედგა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ადმინისტრატორებსა და ჯგუფის მონაწილეთა მიმოწერა სუიციდის მოწოდებას შეიცავს – ის თვითგადარჩენის ინსტინქტის დაქვეითებას და სიკვდილის დევალვაციას იწვევს. გატარებული ზომების შედეგად, რომლის ყველა დეტალი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ საჯაროვდება, მოსკოვის ოლქში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი – ერთ-ერთი „სიკვდილის ჯგუფის“ ადმინისტრატორი ფილიპ ბუდეიკინი დააკავეს. ის ჯგუფში „ფილიპ ლისის“ სახელით იყო დარეგისტრირებული, რომელიც მოსკოვის ოლქის ქალაქ სოლნეჩნოგორსკში ცხოვრობდა. ამჟამად სასამართლო დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. გამომძიებლებს პრეტენზია აქვთ სოციალური ქსელის, „ვკონტაქტეს“ ხელმძღვანელობის მიმართაც, რომელთაც ამ ჯგუფის ადმინისტრატორების და მისი წევრების მიმოწერის შესაჩერებლად არაფერი გაუკეთებიათ. ამჟამად რუსეთის 10 რეგიონში – კრასნოდარის მხარეში, კომისა და ბაშკორტოსტანის რესპუბლიკებში, ასევე მოსკოვის, ვოლგოგრადის, ტულის, კემეროვოს, ნოვოსიბირსკის და ომსკის ოლქებში ჩხრეკა მიმდინარეობს. ჩხრეკა ტარდება „სიკვდილის ჯგუფების“ ადმინისტრატორების სახლებშიც, რომელთა ფსევდონიმია „ფილიპ ლისი“, „ფილიპ მორე“, „მირონ სტეხი“, “სიმართლის მფარველი“ და სხვა. ამოღებულია ინფორმაციის ელექტრონული მატარებლები და სხვა მასალები, რომლებიც გამოძიებისთვის არის საინტერესო, მიმდინარეობს მოწმეების და დაზარალებულების დაკითხვა. რუსეთის საგამოძიები კომიტეტში შექმნილია სპეციალური უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ინტერნეტში მსგავსი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მოქმედებს. ინფორმაციის, რომელსაც შეიძლება თვითმკვლელობა მოჰყვეს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა სპეციალური განკარგულება გასცა, რათა არასრულწლოვანები დანაშაულებრივი სამყაროსგან დაცულები იყვნენ. ერთ-ერთი ზომაა სუიციდისკენ მოწოდებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები