გიორგი მარგველაშვილი გიგი უგულავას შეწყალებას არ აპირებს

“საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას შეწყალებას არ აპირებს”, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ სამშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ამ კითხვას პრეზიდენტმა დაახლოებით ერთი წლის წინ უკვე გასცა პასუხი, როდესაც საზოგადოების ერთმა ნაწილმა მას  შესაბამისი წერილით მიმართა. ამის შემდეგ არაფერი შეცვლილა პრეზიდენტის პოზიციაში. შეწყალების მექანიზმი არ ანაცვლებს სამართალწარმოებას და არანაირად არ ემსახურება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. პრეზიდენტი არ იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც რომელიმე მსჯავრდებულს ჩააყენებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში”,- განაცხადა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები